თეგებით ძიება
26. 08. 2016 News-ები

სისხლიანი გარჩევა ქობულეთში

სისხლიანი გარჩევა ქობულეთში. დაღუპულია ერთი და დაჭრილია 4 ახალგაზრდა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ამ დრომდე უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

დაღუპული 23 წლის მამაკაცია - მას ჭრილობები, სავარაუდოდ ცივი იარაღით, გულ-მკერდი არეში ჰქონდა მიყენებული. დაშავებულები კი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ამ დრომდე რეანიმაციაშია - დანარჩენებმა კი სტაციონარი უკვე დატოვეს.

დაჭრილთა შორის ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკების მონაწილეთა გაშველებას ცდილობდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა