თეგებით ძიება
26. 08. 2016 News-ები

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. როგორც რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში აცხადებენ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გამოცხადებული მოულოდნელი შემოწმება „სამხრეთ ოსეთში“ დისლოცირებულ ათასამდე სამხედროს შეეხო.

უწყების ცნობით, მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში რუსული ბაზის ქვედანაყოფების გარდა ჩართულია შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის 200-მდე ერთეული.

გეგმის თანახმად, ძარწემის პოლიგონზე, მოტომსროლელი, სატანკო, საარტილერიო და სადაზვერვო ქვედანაყოფები ჩაატარებენ ტაქტიკუს ღონისძიებებს.

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გუშინ დაწყებული მოულოდნელი შემოწმება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, შემოწმების მიზანია „შეიარაღებული ძალების უშუალო მომზადების სრული ციკლის შემუშავება რუსეთის ფედერაციის ინტერესების დასაცავად“.

რუსეთში დაწყებული შემოწმება ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა