თეგებით ძიება
26. 08. 2016 News-ები

ცოტნე გამსახურდია ნარმანიას დაუპირისპირდა

საკრებულოს სხდომაზე დავით ნარმანიას და ცოტნე გამსახურდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

“ აღმაშფოთა ქალაქის მერის თავხედობამ და უტიფრობამ როდესაც ის აცხადებს, რომ ჯანმრთელი ხასხასა გირჩებიანი 100 წლოვანი ხე მოჭრეს და ამაზე გვეუბნება რომ ეს იგი მას არ სჯერა ამ ფაქტის და ელოდება გამოძიების დამთავრებას, მაშ რისთვის არსებობს ქალაქის მერია, ქალაქის მერი თავად, რაში ვუხდით ჩვენ მათ ფულს ჩვენი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებით თუ მან არაფერი არ იცის რა ხდება. ვისმენდით რაღაც სადღეგრძელოებს, რაღაც მის მიერ გაკეთებულ კარგ საქმეებზე მანამდე მოვისმინეთ სისხლიან 9 წელზე რიტორიკა და მე არ ვარ არც ქოციონალი და არც ნაციონალი, მე ვარ თბილისის მოქალაქე, მე მაღელვებს ჩემი, ჩემი შვილების ბედი და სულ ფეხებზე მკიდია ამათი პოლიტიკური კინკლაობა“ - განაცხადა გამსახურდიამ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, თბილისის მერი უშინაარსო განყოფილებების შექმნაზე საუბრობდა.

“ აბსოლუტურად წარმოუდგენელია როდესაც უყურებ მეათე დღეა როგორ შიმშილობენ, თავის ჯანმრთელობას იზიანებენ, რაღაცა იდეის გამო და ამ ფონზე მერი გამოდის და რაღაც აბსოლუტურ უსუსურობაზე უშინაარსო განყოფილებების შექმნაზე და სამოქმედო გეგმებზე ლაპარაკობს, როცა ძალიან მწვავე კრიზისია მის კარს მომდგარი“ - აღნიშნა ხოშტარიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის დამფუძნებლის გივი კუბლაშვილის თქმით, მათ არ მისცეს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება.

“ დაცვის პოლიციამ ძალის გამოყენებით, უხერხული მოძრაობებით რომელიც საკმაოდ მტკივნეული იყო, ადამიანს მიაყენეს შეურაცხყოფამ გეგონება ქუჩაში იყვნენ, არ აძლევენ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას და გამოათრიეს ძალის გამოყენებით გარეთ. მაინტერესებს თბილისი მერს შეგვიძლია თუ არა თბილისელებმა მივმართოთ და აზრი გამოვთქვათ მის მიმართ, რომ ის არის უნიათო და ის არის არაფრის მაქნისი, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელ დასმული“ - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომაზე 20 წუთიანი შესვენება გამოცხადდა. მიზეზი სხდომათა დარბაზში გამოწვული ხმაური გახდა. ნარმანიას გამოსვლის დროს ერთმანეთს საკრებულოს წევრები, არასამათავრობოები და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა