თეგებით ძიება
27. 08. 2016 News-ები

"რესპუბლიკური პარტიამ" საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივა

რესპუბლიკელები ცესკოს წინააღმდეგ. პარტიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივა. საუბარია საარჩევნო სუბიექტების ნუმერაციაზე, რომლის მინიჭებაც პატრიოტთა ალიანსისა და ახალი მემარჯვენეებისთვის წილისყრის გარეშე მოხდა.

„ცესკომ პრობლემად წარმოგვიდგინა ის, რომ ერთ დღეს ინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი და წარმომადგენელი ორგანოს არჩევნები, ასევე პარლამენტის არჩევნები. მათი ლოგიკით ორ პოლიტიკურ სუბიექტს უნდა შეუნარჩუნდეს ის ნომერი, რომელიც მათ ქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლს და ასევე ეწინააღმდეგება ცესკოს 2015 წლის დადგენილებას, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ საარჩევნო სუბიექტები შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ნომერს ინარჩუნებენ პარლამენტის მომდევნო არჩევნებამდე,“ - აცხადებს თამარ ხიდაშელი.

პროცესები რესპუბლიკლებმა გააპროტესტეს რამდენიმე დღის წინ ცესკოშიც, თუმცა ადმინისტრაციამ პარტიის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ცესკოს წარმომადგენლის კახა ნარეკლიშვილის განცხადებით, რესპუბლიკელების სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით იხელმძღვანელა.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა