მორიელი - ხასიათი
მორიელი არის ბუნებით მეომარი, ის ძალიან ხშირად ებმება ბრძოლაში და ამის შესახებ სხვებს არ აფრთხილებენ. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს თქვენ მაშინვე იცნობთ, როდესაც დაგაინტერესებთ მისი აზრი რაიმე საკითხის შესახებ. შეფასებისას მორიელი იქნება დაუნდობელი და პირდაპირი.
ის მზად არის, რომ გააანალიზოს თქვენი კითხვა და გაგცეთ დეტალური, ამომწურავი პასუხი, რომლისაც ნებისმიერ სინოპტიკოსს შეშურდება. საქმე იმაშია, რომ მორიელს არ უყვარს ცარიელი, უაზრო სიტყვებით საუბარი და ამავე დროს ის შეფასებებში ზუსტი და ობიექტურია.
ადამიანებს ყოვლეთვის არ სურთ მოისმინონ მწარე სიმართლე-განსაკუთრებით ასე ხმამაღლა. სწორედ ამიტომ სამყაროში ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, რომლებიც მორიელს სხვაგვარად უყურებენ. მასზე შეიძლება გიჟდებოდეთ ან გძულდეთ მთელი გულით, თუმცა მისი უარყოფა შეუძლებელია.
მორიელი კი სრულიად გულგრილად უყურებს სხვების აზრს. ის იმდენად დარწმუნებულია თავის ძალებში, რომ სხვისი აზრი რაიმე საკითხის მიმართ ნაკლებად აინტერესებს. მან იცის თავის ფასი და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ის თავს არ იტყუებს. მორიელი ფლობს ენერგიის დიდ მარაგს, რაც ეხმარება მას ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი