თეგებით ძიება
02. 09. 2016 News-ები

თხის რქა - ხასიათი

გინახავთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი გამოიყურებოდა გარეგნულად მოკრძალებულად და ცოტა ხანში გამოავლინა ძალა და დაუოკებელი ხასიათი? სავარაუდოდ ეს თხის რქა იქნებოდა. სწორედ ეს ნიშანი ცდილობს მიზნის ბოლომდე მიღწევას, მაგრამ არა ომით, არამედ დიპლომატიით.

თხის რქის ხასიათი აისახება მის ცხოვრების სტილზე. გასაკვირი არ არის, რომ თხის რქა გამოიყურება დამყოლად, ის ხომ არავისთან ჩხუბს არ აპირებს. ამის ნაცვლად ის ნელ-ნელა მიიწევს მიზნისკენ და აღწევს კიდევაც. სანამ მისი კოლეგები ჩქარობენ და ძალებს ჩხუბში და კამათში კარგავენ თხის რქა წყნარად თავის თავში დარწმუნებული მიდის წინ, და შედეგად ყველას უკან იტოვებს.

ეს თვისებები სიმშვიდე და საკუთარი თავისადმი რწმენა ყველაფერში გამოიხატება.

პრაქტიკული და კონსერვატიული ბუნების პატრონი თხის რქა არ იღებს იმპულსურ გადაწყვეტილებებს. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ ის ყველაფერს განიხილავს.

თხის რქის ყველაზე დიდი მინუსი ის არის, რომ ძალიან ჯიუტია. საკუთარი თავის სიყვარული და სიამაყე ხშირად ხელს უშლის საქმის გაკეთებაში.

თხის რქები მიეკუთვნებიან ამბიციურ ადამიანთა რიცხვს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ცხოვრება-ეს მოძრაობაა არა მხოლოდ წინ, არამედ ზევით და თავიანთ თავს წარმოიდგენენ მაღლა ვიდრე სინამდვილეში არიან.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა