თეგებით ძიება

განხორციელდა კონსტიტუციური გადატრიალება, ხელისუფლების უზურპაცია. საქართველოს პარლამენტი არის არალეგიტიმური - ნიკა გვარამია

"ეს ღიად რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციაა... არ ვაპირებთ რუსული რეჟიმის მორჩილებას", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

"ვიდრე მთავარ განცხადებას გავაკეთებდეთ, მე ძალიან მოკლედ დავაჯამებდი იმას, რაც მოხდა. საქართველოში გუშინ განხორციელდა კონსტიტუციური გადატრიალება, ხელისუფლების უზურპაცია. ქართველი ხალხის ნება არის აბსოლუტურად იგნორირებული. საქართველოს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება და ლეგიტიმაცია ისაზღვრება სწორედ ამით. 

საუბარი იმაზე, რომ მტკიცებულებები წარმოვადგინოთ ჯერ და მერე ვილაპარაკოთ, არის აბსოლუტურად არაზუსტი. მე პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ლეგიტიმაციის საკითხი განისაზღვრება ხალხის დამოკიდებულებით. თუ ხალხი ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს მოსახლეობის ნებას, არამარტო მათ კონკრეტულს, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას, არამედ მოსახლეობის ნებას და ამგვარია ხალხის დაოკიდებულება, ლეგიტიმაციის საკითხი წყდება სწორედ ასე. 

საქართველოში ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია, საქართველოში ჩატარდა ტექნოლოგიური სპეცოპერაცია, ვერ დავადანაშაულებთ ვერცერთ ოპოზიციურ პარტიას. ვერცერთ დამკვირვებელს თუ კომისიის წევრს ოპოზიციური პარტიისგან. ვერცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ვერცერთ ადამიანს, რომელიც თავად დარეგისტრირდა, როგორც დამკვირვებელი ამ პროცესში, რადგანაც შეუძლებელია ჩვენი მხრიდან ტექნოლოგიური პროცესის გაკონტროლება, - ამბობს ნიკა გვარამია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა