თეგებით ძიება

დღეს რა საშუალებაც გვაქვს: პროტესტი, მიტინგი თუ სასამართლოში სირბილი, ყველა საშუალება უნდა ამოვწუროთ, რათა ხალხის ხმა დავიცვათ - ანა დოლიძე

დღეს რა საშუალებაც გვაქვს: პროტესტი, მიტინგი თუ სასამართლოში სირბილი, ყველა საშუალება უნდა ამოვწუროთ, რათა ხალხის ხმა დავიცვათ - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩანს, რომ არჩევნებში მოქალაქეებს საშუალება არ ჰქონდათ, ნება თავისუფლად გამოეხატათ.

„საერთოდ, ეუთო-ს დასკვნები, ყველამ რომ იცოდეს, ყველაზე შეწონილია, რადგან ეს არის სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, იქ წევრები სახელმწიფოები არიან. ამდენად, უფრო რთულია მკვეთრი განცხადებების გაკეთება, მაგრამ ამის ფონზეც კი, ეუთო/ოდირის განცხადება არის ძალიან კრიტიკული. პირდაპირი მითითებაა დაშინებაზე, ძალადობაზე და იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები მათ შორის, საჯარო მოხელეები, თავისუფალ ნებას ვერ გამოხატავდნენ. სხვა ორგანიზაციების წინასწარ დასკვნებსაც თუ შევადარებთ, ცალსახად ჩანს, რომ ამ არჩევნებში მოქალაქეებს არ ჰქონდათ საშუალება, თავისუფლად გამოეხატათ ნება.

არალეგიტიმური რომ იყოს არჩევნები, ეს არის პოლიტიკური შეფასება. პოლიტიკურ შეფასებას სადამკვირვებლო ორგანიზაციები ვერ გააკეთებენ. რაც მათ დაწერეს, ეს არის ის სისტემური, მასიური სახე დარღვევებისა, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ. ეს გამოცდილებასთან ერთად საფუძველს გვაძლევს, რომ არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშანი დაესვას. დღეს პარლამენტში შესვლის საკითხი საერთოდ არ არის რელევანტური, რადგან პარლამენტი გვექნება თუ არა არ ვიცით. ხუთი წლის შემდეგ რა მოხდება, ვანგები ხომ არ ვართ რომ ვიმსჯელოთ. დღეს რა საშუალებაც გვაქვს: პროტესტი, მიტინგი თუ სასამართლოში სირბილი, ყველა საშუალება უნდა ამოვწუროთ, რათა ხალხის ხმა დავიცვათ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა