თეგებით ძიება
04. 09. 2016 News-ები

დედისა და სამი შვილის მკვლელოვბაში ბრალდებულმა ციხეში თავი მოიკლა

დედისა და სამი შვილის მკვლელოვბაში ბრალდებულმა ციხეში თავი მოიკლა. შემთხვევა ერთი კვირის წინ გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოხდა. თვითმკვლელობის ფაქტს ადასტურებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

მკვლელობა ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში 10 ივლისს მოხდა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 24 წლის ნოდარ აკოპოვი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ქურდობის მიზნით, საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ აკოპოვმა მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დედა და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა