თეგებით ძიება
16. 09. 2016 News-ები

რეცეპტი წონის დასაკლებად: დაბალკალორიული წვნიანი

დიეტური წვნიანი ცნობილია დაბალკალორიულობით და ვიტამინების შემცველობით. ის შეიცავს 27კკალს 100 გრამზე.

ინგრედიენტები:
400 გრ კომბოსტო
2 სტაფილო
4 ხახვი
5 პომინდორი
2 ბულგარული წიწაკა
2 ღერი ნიახური
ცოტა ოხრახუში
1ც დაფნის ფოთოლი
1.5 ლიტრი წყალი

მომზადება:
ბოსტნეული გარეცხეთ. ხახვი და მწვანილები წვრილად დაჭერით, ნიახური და სტაფილო არც თუ ისე დიდ კუბიკებად დაჭერით, პომინდორი ნაჭრებად დაჭერით, ბულგალური წიწაკა და კომბოსტო ზოლებად.

მოათავსეთ დაჭრილი ბოსტნეული ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე, მოხარშვის შემდეგ დაუმატეთ სუნელები და მწვანილი და 10 წუთის შემდეგ გადმოდგით.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა