თეგებით ძიება

4 წელიწადში $9 მლრდ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გვინდა - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობას სურს, მომდევნო 4 წელში ჯამურად 9 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს, - ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რაც ნიშნავს, რომ მთავრობა წლიურად დაახლოებით 2.2 მილიარდი დოლარის FDI-ს მოზიდვას ისახავს მიზნად.

"ჩვენ გვინდა მინიმუმ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვა შემდგომი 4 წლის განმავლობაში და ესეც არის რეალური და ამისთვის არის კარგი საფუძველი შექმნილი გასული წლების მანძილზე. გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები რა თქმა უნდა ძალიან მკაფიო გეგმა გვაქვს შემუშავებული და ეს გეგმა რა თქმა უნდა სრულად უნდა განხორციელდეს,"- განაცხადა კობახიძემ.

სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში FDI 397 მილიონი დოლარით, ანუ 34%-ით შემცირდა და მხოლოდ 786 მილიონი დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2.2 მილიარდი დოლარის FDI საქართველოს ბოლო რვა წელში მხოლოდ ერთხელ, 2022 წელს ჰქონდა, მთლიანად ამ პერიოდში კი FDI-ის საშუალო მაჩვენებელი 1.54 მილიარდი დოლარი იყო. უცნობია რამდენად შემოვა საქართველოში 2.2 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციები მაშინ თუკი ქვეყნის ხელისუფლება EU-სგან დაშორების პოლიტიკის გამტარებელი იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა