თეგებით ძიება
http://vod.rustavi2.com/iframe/vod.php?s=news portal/2016/Seqtemberi/17/qashika.mp4&c=vodr2live
17. 09. 2016 News-ები

დღეს ორმა ნიღბიანმა თბილისში ორი ბანკი დააყაჩაღა

თავდასხმა მოხდა თბილისში, ვაზისუბანში მდებარე სავაჭრო ობიექტზე, სადაც ორმა ნიღბიანმა სავაჭრო ცენტრში მდებარე ორი ბანკი დააყაჩაღა.

საქართველოსა და ლიბერთი ბანკების წარმომადგენლებმა ყაჩაღური თავდასხმა დაადასტურეს, თუმცა თანხის შესახებ ისინი კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც თვითმხილველმა კურიერს უამბო, თავდამსხმელებმა ბანკიდან ფული ტომრით გაიტანეს.

"დერეფანში შემოცვივდნენ ავტომატიანები. სახეზე ნიღბები ეკეთათ და რამდენჯერმე გაისროლეს კიდეც. მე "საქართველლოს ბანკის" სალაროსთან ვიდექი. ავტომატიანი მოვარდა, ბანკის თანამშრომელს იარაღი დაუმიზნა და უყვირა, ჩქარა ფულიო. გოგონამ ამოღო და ფული თეთრი ტომრით მიაწოდა. მერე ყველანი იატაკზე ვიწექით და მეტი არაფერი დამინახავს. ისროდა სროლის ხმაც," - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად არ არიან დაშავებულები.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა