თეგებით ძიება
http://vod.rustavi2.com/iframe/vod.php?s=news portal/2016/Seqtemberi/17/shaliko.mp4&c=vodr2live
17. 09. 2016 News-ები

ბიძინა ივანიშვილს აჭარის საზოგადოებამ შეუსრულებელი დაპირებები არ უნდა აპატიოს.

ბათუმში, ერას მოედანზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამომრჩეველთან შეხვედრას მართავს. შალვა ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს აჭარის საზოგადოებამ შეუსრულებელი დაპირებები არ უნდა აპატიოს.

„8 ოქტომბერს ივანიშვილის ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი ისტორიულ მოუსავლეთზე უნდა გავუშვათ. ამის მაგალითს სრულიად საქართველო ჩვენი უსაყვარლესი აჭარისგან ელოდება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის დაპირებების შესახებ ისაუბრა. მან ბათუმელებს მიმართა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

„ათასწლოვანი თაღლითობა ჩაიდინა, რაც უნდა დამთავრდეს მისი საბრალდებო სკამზე დასმით... 8 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმის მიმართ პირველ განაჩენს ბათუმიდან, აჭარიდან ველოდებით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა