თეგებით ძიება
http://vod.rustavi2.com/iframe/vod.php?s=news portal/2016/Seqtemberi/17/margvela live.mp4&c=vodr2live
17. 09. 2016 News-ები

პრეზიდენტმა "შენი ხმა ჩვენი მომავალია" პროექტის შედეგები შეაჯამა

„შენი ხმა ჩვენი მომავალია“ - პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა ერთი თვე ხორციელდებოდა და მთელი საქართველოს მასშტაბით იმართებოდა. პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილი კამპანიის მონაწილეებს შეხვდა და აღნიშნა, რომ ამ კამპანიის შედეგი იქნება „ბევრი ხმა, რომელიც გაერთიანდება ჩვენი სამშობლოს სამსახურში“.

„თქვენ არ ითხოვდით, რომ ხმა მიეცათ რომელიმე პარტიისათვის. თქვენ დაანახეთ საზოგადოებას, რომ პოლიტიკა არ არის ნეგატივი და ერთმანეთთან დაპირისპირება, არამედ ის არის ხვალინდელზე ზრუნვა და, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ხალხი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა