თეგებით ძიება
http://video.ambebi.ge/files-4/2016/09-28/liluashvili.mp4
28. 09. 2016 News-ები

საარჩევნოდ მაბრალებენ და იძულებული ვარ მონაწილეობა მივიღო ამაში - ვასილ ლელუაშვილი

საარჩევნოდ მაბრალებენ და იძულებული ვარ მონაწილეობა მივიღო ამაში, - ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ვასილ ლელუაშვილმა 2011 წლის 26 მაისის საქმეზე წაყენებულ ბრალზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლელუაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის მისთვის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

"საარჩევნოდ მაბრალებენ და იძულებული ვარ მონაწილეობა მივიღო ამაში. ჩემთვის რაიმე დავალება არავის მოუცია და ასევე არ არსებობს კაცი ვისაც დავალება მივეცი, რადგან მე არავისთვის არაფერი დამივალებია", - განაცხადა ვასილ ლელუაშვილმა.

პროკურატურა ვასილ ლელუაშვილს 2011 წლის 26 მაისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა