თეგებით ძიება

„ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს

პრორუსული და ჰომოფობიური განწყობებით ცნობილი ტელეარხი „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ არხის დამფუძნებლებმა ბოლო ეთერიდან განაცხადეს.

„იქედან გამომდინარე, რომ ვერ დაიდო ის შედეგი, რაც ველოდით, აქედან გამომდინარე შეიქმნა ვითარება, რომ ვეღარ გავაგრძელებთ“, - თქვა შოთა მარტინენკომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს.

მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ქარდავამ ბოლო გადაცემაში თქვა, რომ ჯერ არ იციან, როგორ გააგრძელებენ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას.

შეგახსენებთ, რომ ალტ-ინფომ არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან ერთად მიიღო. 

ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 2.436% აიღო. დათვლილია ხმების 99.968%. 

„თავიდან ბოლომდე ჩვენი ტელევიზია იყო თქვენი დახმარებით, თქვენი ფინანსების დახმარებით - პირველი თეთრიდან ბოლო თეთრამდე. ზოგადად, ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურა არსებობს და არსებობდა ჩვეულებრივი ხალხის, ჩვენი მაყურებლის, თანამებრძოლების სახსრებით. ცხადია, ჩვენ ვერ მოვუწოდებთ ჩვენს მაყურებელს და თანმებრძოლებს მუდმივ რეჟიმში შეინახონ ამხელა ტელევიზია, ეს ძალიან რთულია. ამიტომ, ჩვენ მოგვიწევს რეირგანიზცია და მაუწყებლობსი შეცვლა.

მომავალში რა ფორმით დავბრუნდებით და როგორ გავაგრძლებეთ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას, მზა პასუხი ჯერ არ გვაქვს“, - თქვა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა