თეგებით ძიება

არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების გამოძიების მოწოდებებს ვუერთდებით - მეთიუ მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საქართველოს არჩევნების დროს ისეთმა დარღვევებმა, როგორიცაა ხმების ყიდვა და ამომრჩეველთა დაშინება, ხელი შეუწყო არათანაბარ სათამაშო მოედანს და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობა სამართლიანი შედეგის მიმართ".

მეთიუ მილერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ გავრცელებული ცნობების გამოძიებასთან დაკავშირებით უერთდება.

საქართველოს არჩევნების დროს ისეთმა დარღვევებმა, როგორიცაა ხმების ყიდვა და ამომრჩეველთა დაშინება, ხელი შეუწყო არათანაბარ სათამაშო მოედანს და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობა სამართლიანი შედეგის მიმართ.

ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ და მოვუწოდებთ პატივი სცენ გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებასა და მშვიდობიან შეკრების უფლებას", - ამბობს დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა