თეგებით ძიება
28. 09. 2016 News-ები

გიორგი ვაშაძისა და პაატა ბურჭულაძის შეხვედრა მიმდინარეობს

”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისში გიორგი ვაშაძისა და პაატა ბურჭულაძის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას საუბარი ექნება პაატა ბურჭულაძესთან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სწორედ ამის შემდეგ მიიღებს ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

”პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე ვისაუბრებთ ყველა საკითხზე. ჩემთვის ბევრი რამ მოულოდნელი იყო. სწორედ ამის განხილვა გვექნება გუნდში და საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო გახდება. მე მინდა მოვისმინო პაატა ბურჭულაძისგან ინფორმაცია. გვექნება მსჯელობა და განხილვა ამის შემდეგ და კონრეტულ გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან არ დააკონკრეტა დარჩება თუ დატოვებს პაატა ბურჭულაძის კოალიციას და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია, ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ეს გაერთიანება არის რეალური ალტერნატივა იმისა, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა პარტიაში თანხის მოტანაზე საუბარი, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის მსგავს საუბარს არ შესწრებია.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა