თეგებით ძიება
https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgogaggg.tvnews%2Fvideos%2F1240433332688271%2F&show_text=0&width=560
28. 09. 2016 News-ები

გაირკვეს ვინ ატვირთა და რამდენად სანქცირებული იყო ჩაწერა-ლევან ბერძენიშვილი

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლკსი არ გამორიცხავს, რომ სხვა ჩანაწერებიც გავრცელდეს. მისი განცხადებით, აუცილებელია დადგინდეს გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობა.

„ავთენტურობა აუცილებლად დასადგენია და ავთენტურობასთან დაკავშირებით არასოდეს თავის განცხადებებზე პრობლემა არ ჰქონია ადრე არც მიხეილ სააკაშვილს, არც გვარამიას, არც გიგა ბოკერიას და თუ კი რაიმეში ეჭვი ეპარებათ, რა საკვირველია ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს მათი ჩვენებებიც,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციაში. მათი აზრით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მსგავსი აუდიომასალის გავრცელება შეგნებულად ხდება და მას კონკრეტულ მიზანი აქვს.

„გაირკვეს ვინ ატვირთა, რამდენად სანქცირებული იყო ეს ჩაწერა და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია განურჩევლად იმისა როგორია შინაარსი,“-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა