თეგებით ძიება
https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgogaggg.tvnews%2Fvideos%2F1240468989351372%2F&show_text=0&width=560
28. 09. 2016 News-ები

"ის პოლიტიკაში მოდის მხოლოდ ფინანსებისთვის"- პავლე კუბლაშვილი

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის ლიდერები აცხადებენ, რომ ბლოკი მათ თავად დატოვეს.

ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა არჩევნის მსვლელობისას უპასუხა ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორს და მიზეზები საგანგებო ბრიფინგზე განმარტა.

მისი განცხადებით, გადაწყვეტილება ფინანსებს და საარჩევნო სიას უკავშირდება. ჯაფარიძის თქმით პაატა ბურჭულაძე მას აშანტაჟებდა და ეუბნებოდა, რომ თუ არ მოიძიებდა ფინანსებს გირჩის წევრებს სიიდან ამოიღებდა.

მისი განმარტებითვე სწორედ ეს გახდა ბლოკის დატოვების მიზეზიც. ჯაფარიძის განცხადებით თანხა პაატა ბურჭულაძეს არა ბლოკისთვის არამედ, სავარაუდოდ პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა.

განმარტებები გააკეთა პავლე კუბლაშვილმაც. მისი განცხადებით მათ ბურჭულაძესთან არასოდეს უსაუბრიათ ბიძინა ივანიშვილზე.

“არანაირი საუბარი არც დღეს, არც მანამდე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით არ გვქონია. როგორც ჩანს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ამიტომ ფიქრობს რა მოიტყუოს იმისთვის, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები თავისი თანაპარტიელების მიმართ, რომლებიც რაიონებში აგიტაციას ეწევიან მისი პარტიის სასარგებლოდ და მას აბსოლუტურად არ აინტერესებს ამ ადამიანების ბედი. მას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ხელფასი, საკუთარი ფინანსები. ის პოლიტიკაში მოდის მხოლოდ ფინანსებისთვის. რაღაცნაირი ჭორაობა არის უფრო, რომელსაც ალბათ არ უნდა ავყვეთ. გამოჩნდება დანარჩენი ვინ სად და როგორ არის,“-განაცხადა პალიკო კუბლაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა