თეგებით ძიება
29. 09. 2016 News-ები

1 მილიონიანი სესხის აღება გვესაჭიროებოდა იმისათვის, რომ მიმდინარე კამპანიის ხარჯები დაგვეფარა

”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ აიღო ”ქართულმა ოცნებამ” ”ქართუ” ბანკისგან 1 მილიონი ლარის სესხი.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ”ქართულ ოცნებას” აქვს დაფინასების სხვა წყაროებიც, თუმცა ძირითადი არის შემოწირულობები.
”დამატებით გვესაჭიროებოდა 1 მილიონიანი სესხის აღება იმისათვის, რომ დამატებითი მიმდინარე კამპანიის ხარჯები დაგვეფარა ამ სესხის საშუალებით”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ სესხია აღებით ”ქართულ ოცნებას” კანონი არ დაურღვევია.

”აქ საუბარია ჩვეულებრივ სესხზე, კანონდებლობის შესაბამისად. სწორედ მილიონის ფარგლებში იძლევა კანონმდებლობა საარჩევნო სუბიექტებისთვის სესხის აღების შესაძლებლობას. ჩვენ ავიღეთ ეს სესხი, ჩვეულებრივი საბაზრო განაკვეთით, 11%-იანი საპროცენტო განაკვეთით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონდებლობასთან”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა