თეგებით ძიება
29. 09. 2016 News-ები

რეალური მცდელობების მიუხედავად, ყველანაირი დესტაბილიზაცია არის გამორიცხული

რეალური მცდელობების მიუხედავად, ყველანაირი დესტაბილიზაცია არის გამორიცხული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რა ინფორმაციებიც ბოლო დღებში ვრცელდება, გამოძიებული უნდა იქნას და ასევე უნდა დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა.
”ერთი რამ ცხადია - თუკი ვინმე დაინტერსებულია არჩევნები დღეს საქართველოში გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდეს, ეს არის საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს 4 თვიანი წინასაარჩევნო პერიოდი, უპრეცედენტოდ ხანგრძლივი. ჩვენ მოვიწვიეთ რაც შეიძლებოდა მეტი დამკვირვებელი, რომლებიც აკვირდებიან წინასაარჩევნო პროცესს. ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის განცხადებით, საქართველოში არის უპრეცედენტოდ მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო.

რა თქმა უნდა, ”ნაციონალურ მოძრაობა” ცდილობს, რომ რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ.
საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალა ჩაატაროს მშვიდობიანი, ევროპული სტანდარტის გამჭვირვალე არჩევნები. ყველანაირი დესტაბილიზაცია არის გამორიცხული, რეალური მცდელობების მიუხედავად, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ასე რომ, ყველანი მშვიდად ვიყოთ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. საქართველო და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა და სტაბილურობა და ამაში არავის შეეპაროს ეჭვი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა