თეგებით ძიება
https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgogaggg.tvnews%2Fvideos%2F1241676219230649%2F&show_text=0&width=560
29. 09. 2016 News-ები

ივანიშვილი ჩანაწერებზე პირველ კომენტარს აკეთებს

ბიძინა ივანიშვილის პირველი შეფასება ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე. ყოფილი პრემიერი ქართული ოცნების ლიდერების მსგავსად ამბობს, რომ საუბრის ავთენტურობას არა აქვს მნიშვნელობა.

„ავთენტურობას რაც შეეხება, ამაზე დიდი კვლევები არ არის საჭირო და არ აქვს მნიშვნელობა, ის ავთენტურია თუ არა. ნახეთ ღია განცხადება მათი გაქცეული ლიდერის, რომ ეგზიტპოლები დაიდება რუსთავი 2-ზე და ეს იქნება ბოლო ჭეშმარიტება. ჩემი წარმოდგენით, ავთენტურობაზე რომ თქვას უარი პროკურატურამ, ალბათ გამოვლენ თვითონ და იტყვიან ავთენტურიაო, იტყვიან ჩვენ ნამდვილად ვილაპარაკეთო. ამით რეკლამას იკეთებენ, რადგან სხვა აღარაფერი არ დარჩათ მათ. რამდენად ავთენტურია, თუ არ არის ავთენტური, ამას აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა. საქართველოს მოსახლეობას ვეტყვი, რომ ეს 9 დღეც მოვითმინოთ და დასრულდება. ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა 2012 წელს, ეს არ იყო არჩევნები, ახლა უნდა მოვიგოთ ომი,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერი, ინტერნეტით ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან ნაციონალურ მოძრაობას მოიაზრებს და აცხადებს, რომ ამით თანამოაზრეებისთვის იმედის მიცემა სურთ.

ივანიშვილს ეს თემა ხუმრობის ხასიათზე აყენებს და აცხადებს, რომ არეულობის მთავარსარდალი აკაკი მინაშვილი იქნება.

„თუ აკა მინაშვილის, როგორც თორნიკე ერისთავი უსარდლებს ამ საქმეს, მემგონი, რომ ხიფათი მართლაც შეიძლება გაიზარდოს,“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საკანს უწინასწარმეტყველებს.

„მას ძალიან კარგი საკანი ელოდება. ცუდ დღეში არიან, მათ იციან რეიტინგები, იციან რეალობა რაც ხდება,“ - განაცხადა ივანიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა