თეგებით ძიება
29. 09. 2016 News-ები

ყოფილი შეყვარებულები ტეილორ სვიფტი და კელვინ ჰარისი ახლა მეგობრები არიან

ტეილორ სვიფტი ფლობს გასაოცარ შესაძლებლობებს შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ყოფილ პარტნიორებთან. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ტომ ჰიდლსტონმა განაცხადა, რომ დაშორების შემდეგ მან და ტეილორმა გადაწყვიტეს მეგობრებად დარჩენა და დღეს გაირკვა, რომ კელვინ ჰარისმაც გადაწყვიტა მეგობრებად დარჩენილიყვნენ ის და ტეილორი.

წყარომ, რომელიც ახლოს იცნობს ტეილორს და კელვინს, განუცხადა პორტალ TMZ, რომ დაშორებიდან ძალიან მალე 26 წლის მომღერალმა ჰარისს შესთავაზა, რომ საბოლოოდ დაესრულებინათ ყველა გაუგებრობა.

არ არის ცნობილი ვინ გადადგა პირველი ნაბიჯი და გადაწყვიტა შერიგება, მაგრამ წყარო ამტკიცებს, რომ ყოფილ შეყვარებულებს შორის აღარ არის სიძულვილი: ტეილორი და კელვინი არ შეხვედრილან პირადად, ტელეფონით საუბარი აღმოჩნდა სრულიად საკმარისი ურთიერთობის დასალაგებად.

ყოფილი შეყვარებულები ტეილორ სვიფტი და კელვინ ჰარისი ახლა მეგობრები არიან


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა