თეგებით ძიება
29. 09. 2016 News-ები

5 ნივთი, რომელიც უნდა იყოს 2016 წლის შემოდგომის გარდირობში

5 ნივთი, რომელიც უნდა იყოს 2016 წლის შემოდგომის გარდირობში

რომანტიკული კაბა
ღია ფერებით, ყვავილების დეტალებით გაფორმებული კაბები იდეალურად ერგება შემოდგომის პირველ დღეებს. ხოლო ცივ ამინდში კაბები ჩაანაცვლეთ შარვლით და ჩექმებით.

სვიტრები არასტანდარტული სახელოებით
ახლა ჩვეულებრივი სვიტრი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სვიტრებით, რომლებსაც აქვს არასტანდარტული სახელოები. ასეთი სვიტრები კარგად ერგება, როგორც ჯინსებს, ასევე ქვედა ბოლოებს და ხაზს უსვამს თქვენს ფიგურას.

ქვედა კაბა პიჯაკთან ერთად
დაივიწყეთ ოფისის კლასიკური ჩაცმულობა-უკეთესია გაიხსენოთ Chanel-ის კოლექცია. თუ არ გინდათ თქვენი ჩაცმულობა მოსაწყენი გამოვიდეს ყურადღება მიაქციეთ ქსოვილს და დეტალებს.

ქურთუკი
გრძელი ქურთუკი ძალიან პოპულარულია, გარდა ამისა მარტივი და მოსახერხებელია-ასეთი ქურთუკის შეძენისას აღარ დაგჭირდებათ ღილების შეკვრაში დროის დაკარგვა.

სხვადასხვა დეტალებით გაფორმებული ფეხსაცმელი
გვერდით გადადეთ კლასიკური შავი ფეხსაცმელი და ეცადეთ შეიძინოთ სხვადასხვა ფერებით და დეკორებით გაფორმებული ფეხსაცმელი.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა