გაციება ორსულობის დროს: როგორ ვუმკურნალოთ გაციებას ორსულობის ყველა ეტაპზე
გაციება ორსულობის დროს პრაქტიკულად გარდაუვალია. ორსულობის დროს ქალის იმუნიტეტი მკვეთრად მცირდება და არის იმის შესაძლებლობა, რომ ადვილად გავხდეთ ავად.
ბევრი სამკურნალო საშუალება, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ გაციების დროს, შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს ფეხმძიმესთვის. განსაკუთრებულად საშიშად ითვლება ასპირინი, ის იწვევს ნაყოფის ანომალიებს. ამიტომაც კატეგორიულად ეკრძალებათ ორსულებს იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც დაფუძნებულია ასპირინზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
ყველაზე საშიში ნაყოფისთვის არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე გაციება. ამიტომაც ეცადეთ ამ პერიოდში განსაკუთრებულად გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, არ დალიოთ ცივი სასმელები, ეცადეთ ნაკლებად მოხვდეთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. ორსულობის პირველ ტრიმესტრში სხვადასხვა წამლებით მკურნალობას აქვს უკუჩვენებები. სურდოს, გაციების, ხველის მკურნალობა თქვენ მოგიწევთ შემდეგი საშუალებებით:
- ინჰალაცია
- ცხვირის ამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით
- ოთახის განიავება
- მიიღეთ დიდი ოდენობით მცენარეული ჩაი თაფლით, რძით და მიაყოლეთ ხმელი ხილი (ჩირი)
- იწექით საწოლში
გაციება ორსულობის მეორე ტრიმესტრში
ორსულობის მეორე ტრიმესტრში გაციება ბავშვის და დედასთვის ნაკლებად საშიშია. ამ დროისთვის ნაყოფი უკვე ფორმირებულია და დაცულია პლაცენტით. თუმცა გაციებამ შესაძლოა დაარღვიოს პლაცენტა და გამოიწვიოს ნაყოფის ჰიპოქსია, განვითარების შეფერხება, მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა. ამ დროსაც გაითვალისწინეთ მკურნალობის ის საშუალებები, რომლებიც ორსულობის პირველი ეტაპისთვისაა განკუთვნილი.
გაციება ორსულობის მესამე ტრიმესტრში
თუ მომავალი დედა გაცივდა ორსულობის მესამე ეტაპში ეს უსიამოვნოა, მაგრამ არა საშიში. ამ დროისთვის პატარას ყველა ორგანო ჩამოყალიბებულია. ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეპარატები: პარაცეტამოლი (ტემპერატურასთან საბრძოლველად) სიროფები (ხველისთვის). მაგრამ ამ დროს თავი უნდა ავარიდოთ დიდი ოდენობით სითხის მიღებას რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო შეშუპება.
სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი