თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1250441088354162
08. 10. 2016 News-ები

შეგაკვდებით ბიძინა ივანიშვილო და კახი კალაძევ - ნიკა მელია

ნაციონალურ მოძრაობაში ცესკოს მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ განცხადება გაკეთდა. ნიკა მელიას ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კოლხიდას და განმუხურის საარჩევნო უბნები დაარბიეს.

მისივე თქმით, ეს არის ის უბნები, სადაც მათი პარტიის კანდიდატი სანდრა რულოვსი ლიდერობს.

ნაციონალურ მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ ასე ხდება სხვა რეგიონებშიც, სადაც მნიშვნელოვნად აქვთ მოპოვებული გამარჯვება ქართულ ოცნებაზე.

ნიკა მელია ასევე ცესკოს მიერ ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებაზე საუბრობს.

„შეგაკვდებით ბიძინა ივანიშვილო და კახი კალაძევ, 100 ათასობით ადამიანია ჩვენს უკან, რომლებიც ელოდებოდნენ დღეს და არავითარ შემთხვევაში არცერთ ხმას არ წაგართმევინებთ,“ - აცხადებს ნიკა მელია.

როგორც ცნობილია, ნაციონალურმა მოძრაობამ 3 საათისთვის გამაფრთხილებელი აქცია დააანონსა ცესკოსთან.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცოტა ხნის წინ არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. 423 საარჩევნო უბნის მონაცემებით, რომელიც საერთო ხმების 11,43%-ია, ქართულ ოცნებას 53,42% აქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობას კი - 24,69%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა