თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1250448341686770
08. 10. 2016 News-ები

სამეგრელოს რეგიონში რთული ვითარებაა - სანდრა რულოვსი

ნაციონალური მოძრაობის სიის მეორე ნომერი, ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი, ამბობს, რომ სამეგრელოს რეგიონში რთული ვითარებაა.

განცხადება რულოვსმა ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში გააკეთა.

მისი ინფორმაციით, ჯიხაშკარში საარჩევნო უბნების დარბევის შემდეგ, ხელისუფლება კორცხელში გეგმავს პროცესების ჩაშლას.

მისი თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ყველა იმ უბანზე ჩაშალეს ხმების დათვლის პროცესი, სადაც ნაციონალური მოძრაობა მნიშვნელოვანი უპირატესობით იგებდა.

„თქვენ უკვე გაიგეთ ჯიხაშკარის შესახებ, სადაც მაშინაც პროვოკაცია იყო და ახლაც დაარბიეს. ახლა კოლონა მიდის კორცხელში. ალბათ, მეორე კორცხელის მოწყობაც უნდათ და საერთოდ ისინი რევოლუციას აწყობენ და არა ჩვენ. მიდის კოლონა კორცხელის დასარბევად. ჩვენ რა ძალები გვაქვს, უბრალოდ ჩვენი ხალხი იქ მიდის საკუთარი ხმების დასაცავად,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა