თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1250499521681652
08. 10. 2016 News-ები

ენმ პერმანენტულ აქციებს გეგმავს

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ცესკოს შენობასთან იკრიბებიან და გამაფრთხილებელი აქციის გამართვას გეგმავენ.

როგორც ენმ-ის წევრი, ლევან თარხნიშვილი, აცხადებს, თუ ცესკო არ დააფიქსირებს მოსახლეობის რეალურ არჩევანს, შემდეგში პერმანენტული აქციები გაიმართება.

„ჩვენ ვაკვირდებოდით იმ მასკარადს, რომელიც დადგა ტელეიმედის საშუალებით და ამას შეუერთდა ცესკოც. მათ გაუფორმეს გამარჯვება ქართულ ოცნებას. ჩვენ გვინდა, გავაფრთხილოთ ცესკო და ხელისუფლება არ აღსდგეს ქართველი ამომრჩევლის ნების წინაშე და დააფიქსიროს ის შედეგები, რომელიც შესაბამება რეალობას," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ენმ-ის წევრი სერგო რატიანი კი კურიერთან აცხადებს, რომ მათ აქვთ იმედი, რომ ოლიგარქი მიხვდება რომ რეალობა არის სხვა და ის შეჩერდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა