ბავშვთა ხველა: მიზეზები და მკურნალობა
ბავშვთა ხველის გაჩენის მიზეზები
ხველა-ეს არის ძლიერი სუნთქვა, რომლის დახმარებითაც ორგანიზმი ცდილობს განათავისუფლოს სასუნთქი გზები.
თუ პატარას ახველებს, ეს ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ ის ავად გახდა. ჯანმრთელ ბავშვს შესაძლოა დაახველოს 10-15-ჯერ დღეში.
ბავშვთა ხველა, არ არის დაავადება, არამედ სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადების სიმპტომი.
1. სასუნთქი გზების ანთებითი პროცესის დროს წარმოიქმნება ნახველი.
2. რთული შემთხვევაა, როდესაც ბრონქებში ხვდება უცხო სხეული, ორგანიზმი კი ცდილობს მისგან გათავისუფლებას ხველის სახით, ამ შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
3. ძილის დროს ხველა გამოწვეულია ზედმეტი ნერწყვის დაგროვებით სასუნთქ მილებში.
4. ხველება შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ სასუნთქის სისტემების დაავადებებით, არამედ გულის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამო.
5. ხველის მიზეზი შესაძლოა იყო მავნე ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია ჰაერში, მძაფრი სუნი, თამბაქოს კვამლი და სხვა.
6. სასუნთქ სისტემაზე შესაძლოა ცუდად იმოქმედოს სიმშრალემ, რასაც იწვევს ძირითადად ბინაში გამათბობლის არსებობა.
როგორ ვუმკურნალოთ ბავშვთა ხველას
სანამ დაიწყებთ ბავშვის მკურნალობას იქამდე უნდა გვესმოდეს, რომ ხველა, როგორც ასეთი, არ არის დაავადება. ასე, რომ პირველ რიგში უნდა დავადგინოთ ხველის მიზეზი და შევეცადოთ მის მოგვარებას.
განასხვავებენ ორი ტიპის ხველას: არაპროდუქტიული (მშრალი) და პროდუქტიული (სველი ნახველი).
მშრალი ხველა წარმოიქმნება ანთების პირველ დღეებში, როდესაც ჯერ არ არის ლორწო წარმოქმნილი. ყველაზე ხშირად მშრალი ხველა გამოწვეულია ინფექციებისგან და ვირუსებისგან.
ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პატარას აქვს მტკივნეული მშრალი ხველა, რომელსაც თან ახლავს პირღებინება, ტკივილი გულმკერდის არეში, ძილის დარღვევა და უმადობა. არ სცადოთ თვითმკურნალობა, რადგან მშრალ ხველას უკავშირდება დიდი რისკები.
სველი ხველა ხელს უწყობს სასუნთქი გზების ნახველისგან გათავისუფლებას. თუ ნახველი კარგად გამოდის, მაშინ მას არ სჭირდება წამალი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ნახველი არის სქელი და ბლანტი, სასურველია ბავშვს მივცეთ ნახველის გამათხელებელი საშუალებები.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი