ქართულ - რუსული მოლაპარაკებები
ქართულ-რუსული მოლაპარაკებები - აბაშიძე-კარასინის დახურული შეხვედრების ფორმატს საქართველოში კრიტიკოსები ჰყავს, განსხვავებით, რუსეთისგან. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რუსული მხარე გარანტიას ხედვას, რომ საქართველო ისევ ისე გააგრძელებს მასთან ურთიერთობას, როგორც ეს წინა 4 წლის განმავლობაში ხდებოდა.
სანამ პრაღაში საქართველოს პრემიერისა და რუსეთის პრეზიდენტის პირად წარმომადგენლებს შორის შეხვედრები იმართებოდა, რუსეთმა ხელი მოაწერა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სტრატეგიულ ხელშეკრულებებს და სახელმწიფო დუმაში ამ დოკუმენტების სარატიფიკაციოდ თავად გრიგორი კარასინი გაგზავნა.