თეგებით ძიება
24. 10. 2016 News-ები

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დავით რაქვიაშვილი დანიშნა.

რაქვიაშვილი პრეზიდენტმა მედიას რამდენიმე წუთის წინ პირადად წარუდგინა.

დავით რაქვიაშვილი 1968 წელს არის დაბადებული. ის მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში, 2010 წელს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.

უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პრეზიდენტმა ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით რაქვიაშვილი 1985-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, პროფესიით გეოლოგი.

დავით რაქვიაშვილს აქვს არასამთავრობო და საჯარო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება.

2008-2010 წლებში იყო რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. აღნიშნულ რანგით დავით რაქვიაშვილი მონაწილეობდა ე.წ. ჟენევის დისკუსიებში, ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციის მექანიზმის მუშაობაში. თანათავმჯდომარეობდა საქართველო-აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სამუშაო ჯგუფს.

2011-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს დესპანად ამერიკის შეერთებულ შტატებში. სადაც საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტების ზედამხედველობა და კოორდინაცია ებარა.

მრავალი წლის განმავლობაში ინსტიტუციურად ავითარებდა სათავგადასავლო ტურიზმს. დღემდე ხელმძღვანელობს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას.

2000 წლიდან დღემდე არის სამთო გამყოლთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი. დავით რაქვიაშვილი ასევე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეთვალყურებლო საბჭოს.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა