ლია ფანჩულიძე - რად მინდა?!
რად მინდა ენა, თუ გამაჩუმებს.?!
რად მინდა ქარი, თუ გამაცივებს.?!
რად გინდა ქალი, თუ არ გიტირებს?!
სასფლაომდე არ მიგაცილებს.
რად მინდა თვალი თუ გამაბრიყვებს?!
რად მინდა შვილი თუ ამატირებს?!
მე მინდა ღმერთი, ყველას
ცოდვას თუ აპატიებს.
რად მინდა მუზა თუ გამაგიჟებს?!
რად მინდა ცრემლი თუკი დამახრჩობს?!
.....დიდი და პატარა,
შენს ნერვებზე თუკი თამაშობს.
რად მინდა ხარი?!
სიბრძნის სიმბოლო...
თუ საფიქრალი გამიჩნდება
ყოველ თვის ბოლოს.
რად მინდა ის ტყე?!
თუ ნაფოტი დაენანება.
თუკი მეგობრად გამიხდება
ჩუმი ზმანება.
რად მინდა ჯვარი?!
ქრისტესავით თუკი მაწამეს.
რატომ მოკლესო?....ეს კითხვები
დღესაც მაწვალებს.
რად მინდა ხმალი?!
პაატასავით თავს თუ მომჭრიან.
რად მინდა ისეთი ციხე-ტაძარი?!
თუ ცოდვით კვნესის....
თუ სიკვდილის დროს,გულში
დარდს და სევდას მატნევენ.
თუ ზურაბივით კედელში მეც ჩამატნევენ.
რად მინდა ცხენი თუ
მხედარმა არ გააჭენა?!...
თუკი,მეც დიდოსტატივით
მომჭრეს მარჯვენა.
რად მინდა კაცი?!
გულს თუ წამართმევს.
მე მინდა ფიქრები ჩემთან
ერთად ღამეს რომ გაათევს.
რად მინდა სამშობლო?!
თუ არ მეყვარება.
ვიცი მეყვარება...
ეჭვი არ მეპარება.
რად მინდა თავი?!
თუ სამშობლოს არ ვანაცვალე.
რად მინდა თასი?!
თუ ბოლომდე ის არ დავცალე.
ლია ფანჩულიძე
წყარო: mcvane.ge