თეგებით ძიება
13. 11. 2016 News-ები

კრისტენ სტიუარტს არ უყვარს მისი ახალგაზრდობა

კრისტენ სტიუარტი იყო ელენ დეჯენერის შოუს სტუმარი, რომლის სტუდიაშიც მსახიობი ბოლოს 5 წლის წინ იყო, როდესაც ეკრანებზე გამოჩნდა The Twilight Saga: Breaking Dawn - Part 1. მას შემდეგ კრისტენის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, რის შესახებაც ესაუბრა წამყვანს.

26 წლის მსახიობი გამოტყდა, რომ არ უყვარს, როდესაც იხსენებს კინოზე მუშაობას, რადგან გადაღებბის დროს თავს არაკომფორტულად გრძნობდა, ხოლო 5 წლის წინანდელ ფოტოებს სკოლის ფოტოალბომი უწოდა.

\'\'მე არ მინდა იმ დროში დაბრუნება, მაგრამ, როდესაც ვუყურებ კადრებს, მგონია, რომ ყველაფერი გუშინ მოხდა. ამ მოგონებებს უკავშირდება საკმაოდ უხერხული მომენტები. მე შემისრულდა 17 ან 18 წელი, როდესაც ყველაფერმა დაბლა დაიწყო სვლა: ცხოვრებაში გაჩნდა საშინელი და უცნაური მომენტები. თუმცა მათ მაიძულეს მე წამოვმდგარიყავი.\'\'

-განაცხადა ინტერვიუში სტიუარტმა.

მან ასევე დაამატა, რომ ახლა თავს უხერხულად გრძნობს, რადგან დასავლური პრესა განიხილავს მის ახალ რომანს მომღერალ St. Vincent-თან. ორი კვირის წინ წყვილი ოფიციალურად გამოჩნდა პრემია CFDA/Vogue Fashion Fund Awards-ზე. იქამდე კი გოგონები ერთმანეთს არაფორმალურ გარემოში ხვდებოდნენ.

კრისტენ სტიუარტს არ უყვარს მისი ახალგაზრდობა

კრისტენ სტიუარტს არ უყვარს მისი ახალგაზრდობა


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა