თეგებით ძიება
22. 11. 2016 News-ები

სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობიდან გადადგა

სასაზღვრო პოლიციის უფროსი და შს მინისტრის მოადგილე ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობიდან გადადგა. როგორც გამეზარდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, შესაბამისი განცხადებით შს მინისტრს 18 ნოემბერს მიმართა.

”განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შეცვალა ქართული პოლიტიკა და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აღადგინა ურთიერთთანადგომისა და ურთიერთპატივისცემის ხიდი. მე ვრჩები მის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე ორიენტირებული გუნდის წევრად და მზად ვარ, როგორც რიგითი ჯარისკაცი მომავალშიც ვემსახურო ჩემს სამშობლოს,” - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ზურაბ გამეზარდაშვილი ავრცელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა