თეგებით ძიება
22. 11. 2016 News-ები

გიორგი კვირიკაშვილმა ვიქტორ დოლიძე ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე წარადგინა.

დოლიძემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე დავით ბაქრაძე შეცვალა. ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს.

სამთავრობო გუნდში სხვა ცვლილებებიც განხორციელდა. ცვლილებები შეეხო ეკონომიკის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალა, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას გიორგი გახარია დაიკავებს, ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს კი ზურაბ ალავიძე შეცვლის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა