"საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა" - ფედერიკა მოგერინი
ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი ამბობს, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა, რათა მოქალაქეებმა შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილება შეძლონ. მოგერინი კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მალე უნდა იყოს მიღებული.