თეგებით ძიება
02. 12. 2016 News-ები

მაგნიტური ქარები 2016 წლის დეკემბერში

2016 წლის დეკემბერში მოსალოდნელია მზის აქტივობის უმნიშვნელო გამოვლინება, თუმცა წინ გველოდება სერიოზული მაგნიტური ქარები.
მაგნიტური ქარები მოსალოდნელია: 7, 9, 11, 19 და 22 რიცხვებში.
სერიოზული მაგნიტური ქარები მოსალოდნელია: 10, 20, 21 რიცხვებში.

გეომაგნიტური დარღვევები დედამიწაზე პერიოდულად ხდება, მზეზე გაჩენილი პროცესების გამო.
მაგნიტური ქარების დროს და სერიოზული გეომაგნიტური რყევების დროს მათ მიმართ მგრძნობიარე ადამიანები ხშირად განიცდიან თავის ტკივილს, უძილობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევას, ქრონიკული დაავადებების გართულებას, დაღლილობას, სტრესს, დეპრესიას, ეზრდებათ ადრენალინის რაოდენობა სისხლში.
მაგნიტური ქარების დროს ყველა ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს. მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ იგებენ, რატომ შეიძლება მოახდინოს მზის აქტივობამ ადამიანის ორგანიზმზე გავლენა.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადვილად გადავიტანოთ მაგნიტური ქარები:
1. შეზღუდეთ სამუშაო, რომელიც მოითხოვს კონცენტრირებას და ყურადღებას.
2. ეცადეთ მოერიდოთ სტრესულ სიტუაციებს.
3. მეტი დაისვენეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
4. ყურადღება მიაქციეთ თქვენს არტერიულ წნევას.
5. მიიღეთ დამამშვიდებელი საშუალებები.
6. შეასრულეთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციები.
7. იკვებეთ სწორად, რომ სისხლში ქოლესტერინის დონე შეამციროთ.
8. რეკომენდირებულია მცენარეული დიეტა, მოიხამრეთ ნატურალური წვენები. ამ პერიოდში გამორიცხეთ ალკოჰოლის მოხმარება.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა