თეგებით ძიება
02. 12. 2016 News-ები

რა სახის საჩუქრები შევარჩიოთ საახალწლოდ

ახალი წელი ნებისმიერი ჩვენგანისთვის ოცნებების ასრულებასა და საჩუქრებთან ასოცირდება. საახალწლო საჩუქრების სია კი სასურველია, რომ იმის მიხედვით შეირჩეს თუ ვინ ითვლება დამდეგი წლის სიმბოლოდ.

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2017 ცეცხლოვანი მამლის წელია, ამიტომ სასურველია, ნებისმიერ საჩუქარს, რომელსაც შევარჩევთ, თან დავურთოთ არომატული სანთლები, ტკბილეული ან სურნელოვანი სუვენირები. შესანიშნავი საჩუქარია კანფეტები მამლის გამოსახულებით, ხმელი ხილი და ჩირეული. მამალს მოსწონს თხილეული, ქიშმიში. ასევე შეგიძლიათ სიმბოლურ საჩუქრად პატარ-პატარა კექსების გამოყენება.



Astrologia


ამასთან ერთად გაითვალისწინეთ ისიც, რომ კონკრეტულ საჩუქრებს სიმბოლური დატვირთვა აქვს - ჩირი და კარამელი კარგ ჯანმრთელობას ნიშნავს, სანელებლები - სიმდიდრეს, ხოლო თხილეული სიყვარულსა და ჰარმონიას ოჯახში. საჩუქრად გამოგადგებათ ნებისმიერი მანათობელი ან ბრჭყვიალა ნივთი. ეს შეიძლება იყოს ჯიბის დეკორატიული ფარანი, ბრა ან ქანდაკება, რომელიც ნეონის ფერებს ასხივებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა