თეგებით ძიება
02. 12. 2016 News-ები

დროის კვალი

ხომ იცი რომ მალე გავა დრო,
დრო მოგვპარავს სიჭაბუკის წლებს,
წაიღებს და დაგვიტოვებს სიმარტოვეს
ლოდინით და ფიქრით დაღლილ დღეებს..
გავა დრო და ჩვენ სახეზე ბილიკები,
ლამაზ სახეს ჩვენ შეგვიცვლის ნაოჭები
ბილიკებზე დაიწყებენ სეირნობას
სიმარტოვით გადაღლილი ცრემლის ბურთი,
ოცნებაც კი აღარ მვშველის სანუგეშოდ,
შეცდომებმა გამახსენა თავი თითქოს...
თითქოს მოხდა, რაღაც მოხდა, არ მოხვედი
არ მოხვედი...
და დამტოვე ბებერ ხესთან სულმთლად მარტო,
და მასავით, და მას შემდგ სულ მარტო ვარ,
ბებერი და გაძარცვული გრძნობებისგან,
შენ მომწერე: მაინც გნახავ სიკვდილამდე,
მე გელოდე, ახლაც გელი, არ მოდიხარ....
მაგრამ ჩუმად, მოიცადე, გამოვერკვე,
მგონი ვიღაც კარზე ფრთხილად აკაკუნებს
შენ იქნები?- არა, ვიცი აღარ მოხვალ,
მაინც ვნახავ, იქნებ ჩუმად გაგახსენდი,
თრთოლვით ვაღებ, ვხედავ ვიღაც ზურგით ჩემთან,
დგას, კანკალებს, თითქოს ჩემი ეშინია,
შემობრუნდა.. და ჩავხედე თვალებში და....
ბილიკებზე ისეირნეს ჩვენმა ცრემლმა..
შენ მომწერე : „სიკვდილამდე მაინც გნახავ“,
ხოდა მნახე სიმარტოვით გადაღლილი,
დაგტყობია დროის კვალი მთელ სხეულზე,
მაგრამ მაინც, მაგრამ მაინც შენ მოხვედი...
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა