თეგებით ძიება
03. 12. 2016 News-ები

მილა კუნისმა და ეშტონ კატჩერმა ვაჟის სახელი გაამხილეს

რამდენიმე დღის წინ მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი მშობლები გახდნენ მეორედ-წყვილს ვაჟი შეეძინა. ახლა კი ჩვენთვის ცნობილია პატარას სახელი დიმიტრი პორტვუდ კატჩერი.

ბიჭი დაიბადა 30 ნოემბერს ღამით 1.21 საათზე თითქმის ოთხი კილო. რაც შეეხება პატარას ფოტოებს ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მილას და ეშტონს არ სურთ, რომ მათი შვილების ცხოვრება საზოგადოებამ განიხილოს, ასე რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ვერ გავიგებთ, როგორ გამოიყურება მათი პატარა.

\'\'ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა თვითონ გადაწყვიტონ უნდათ კი ყველაფერი გაიგოს საზოგადოებამ მათი ცხოვრების შესახებ. ჩვენ არ გვინდა ეს არჩევანი მათ მაგივრად გავაკეთოთ.\'\'

-ამბობს ეშტონი.
შეგახსენებთ, რომ ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი ასევე ზრდიან ქალიშვილ უაეტს, რომელიც ქვეყანას მოევლინა 2014 წლის 1 ოქტომბერს.

მილა კუნისმა და ეშტონ კატჩერმა ვაჟის სახელი გაამხილეს


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა