თეგებით ძიება
03. 12. 2016 News-ები

თორნიკე შენგელიამ და "ბასკონიამ" ევროლიგაზე "გალათასარაის" მოუგეს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელის თორნიკე შენგელიას გუნდმა "ბასკონიამ" ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-10 ტურში საკუთარ მოედანზე "გალათასარაი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 69:62 დაამარცხა.

ვიტორიელთა ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე გატარებულ 16:05 წუთში კი თორნიკემ სულ ერთი ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შენგელიას ხუთივე ოქრულიანი ტყორცნა და ორიდან ერთი საჯარიმო გაუცუდდა.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ესპანურმა გუნდმა განსაკუთრებით კარგად პირველი მეოთხედი ჩაატარა, რომელიც 22:9 მოიგო. სტუმრებმა კარგად ჩატარებული მეორე მეოთხედის მიუხედავად, ჩამორჩენის გაბათილება ვერ შეძლეს.

"ბასკონიას" 10 ტურის შემდეგ, 6 მოგებითა და 4 მარცხით, ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი შინ "დარუშაფაკას" წინააღმდეგ, ისევ თავის მოედანზე ჩაატარებს.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა