თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1320366958028241
09. 12. 2016 News-ები

გაზრდილი გადასახადები და შემცირებული ადმინისტრაციული რესურსი

2017 წლის ბიუჯეტის განხილვა უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებს შორის კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციამ ხელისუფლებას გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით მწვავე შეკითხვები დაუსვა. ქართული ოცნების აზრით, მსგავსი ცვლილებები იმპორტის შემცირებისათვისა და ლარის კურსის გამყარებისათვის აუცილებელია. ისინი ასევე განმარტავენ, რომ მანქანა დღეს არის ფუფუნების საგანი, რომელზეც გადასახადის გაზრდა მნიშვნელოვან პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, სერგო რატიანის განმარტებით, მსგავსი მიდგომა დაუშვებელია, რადგან დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მანქანა არა თუ ფუფუნების საგანი, არამედ შემოსავლის ძირითადი წყაროა, რაზეც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტება გააკეთა. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, უკვე შემოსულ მანქანებს ცვლილება არ შეეხება და შედეგად, საქართველოში შემოსული მანქანების იმპორტი 20-25 პროცენტით შემცირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა