თეგებით ძიება
19. 12. 2016 News-ები

U16: საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანთან მეორე ამხანაგურ მატჩში დამარცხდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 19 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" აზერბაიჯანელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა.

გურამ ასპინძელაშვილის შეგირდები დღევანდელ შეხვედრაში ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი მატჩის 31 წუთზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელებმა აზერბაიჯანელ თანატოლებთან ორი ამხანაგური მატჩი გამართეს. პირველ შეხვედრაში, რომელიც 16 დეკემბერს გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა 3:2 იმარჯვა.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა