თეგებით ძიება
19. 12. 2016 News-ები

სარკის წინ

სარკის წინ ვბედავ თვალებით რისხვას,
მყუდრო ოთხაში ვედრება მესმის,
სიახლოვის და სიშორის მიჯნას
წყრომის ნაპერწკლებს ანარეკლს ვესვრი,

განცდა მოსული სიშიშვლის პირას,
ტანჯვა სხეულზე ალივით მეწვის,
სარკე სიმართლით მამხილებს მტირალს,
სიჩუმე სივრცის ფიქრებში მერწყმის,

რისხვა შემჩნეულს იცილებს აჩრდილს,
კარების მიღმა სიბნელის კრთომა,
სარკე მაჩვენებს სიბრალულს დაჭრილს
და ოთხაში დგას ფიქრების კვდომა

სარკის წინ ვბედავ თვალების რისხვას,
ანარეკლ სხივებს მალულად მესვრის,
ოთხაში ხატთან ვერ ვბედავ მისვლას,
მაშინებს როგორც გავარდნა მეხის,

ბოლთის ცემას რომ აყვება ლანდი,
სარკის წინ დგება ფიქრების კვამლი
გაწელილ ღამეს მსერავდა დარდი,
ბოლოს სარკეზე არ დარჩა კვალი

სარკის წინ ვბედავ თვალებით რისხვას,
მყუდრო ოთხაში ვედრება მესმის,
სიახლოვის და სიშორის მიჯნას
წყრომის ნაპერწკლებს ანარეკლს ვესვრი.
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა