თეგებით ძიება
21. 12. 2016 News-ები

აკაკი გოგია დრეზდენის "დინამოს" სეზონის აღმოჩენაა

tag24.de-მ აკაკი გოგია დრეზდენის "დინამოს" სეზონის აღმოჩენად დაასახელა.

"აკაკი აგვისტოს ბოლოს ბოლო წუთებზე გადმოვიდა "ბრენტფორდიდან" იჯარით. ვერავინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ 24 წლის ნახევარმცველი წარმატების გარანტია იქნებოდა გუნდში. სამი დუბლი ნახევარ სეზონში დიდი ხანია, არავის გაუკეთებია "დინამოში", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ გერმანული მოქალაქეობის მქონე ქართველს, რომელსაც ეროვნულ გუნდში თამაში სურს, ამ სეზონში 14 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, რაც კლუბში საუკეთესო მაჩვენებელია. მის ანგარიშზეა ერთი საგოლე პასიც.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა