თეგებით ძიება
22. 12. 2016 News-ები

სამხედრო პოლიციიდან 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

სამხედრო პოლიციიდან 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უწყების უკეთესი მუშაობისთვის ოპტიმიზაცია აუცილებელია.

სესიაშვილმა არ იცის კიდევ რამდენი თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება, თუმცა ამბობს, რომ ყველა მათგანი კომპენსაციას მიიღებს.

„მიმდინარეობს მთელ რიგ უწყებებში ოპტიმიზაციის პროცესი. ეს ის აუტანელი სიტყვაა, რა თქმა უნდა არ გვიხარია ეს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს გარდაუვალია. სამწუხაროდ დღეს პირამიდა არის ამოყირავებული. ჩვენ მეტი უმაღლესი რანგის ოფიცრები გყავს, ვიდრე უმცროსი ოფიცრები და მეტიც, დეფიციტი გვაქვს უმცროსი ოფიცრების. ამიტომ ეს პირამიდა უნდა გავასწოროთ. ეს გვჭირდება იმისათვის, რომ სტრუქტურა სწორად დალაგდეს და თითოეულმა ჯარისკაცმა იცოდეს, რომ მისი კარიერული სისტემა არის არის ზრდადი. ოფიცერს თუ ჯარისკაცს, რომელიც მსახურობდა და დღეს შეიძლება მოუწიოს სამსახურის დატოვება, მათ სახელმწიფო აუცილებლად მისცემს კომპენსაციას. მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს ადეკვატური კომპენსაცია და ამაზე ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ და ამასთანავე რა თქმა უნდა მათ უპირატესი დასაქმების უფლება და საშუალება უნდა მივცეთ,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა