თეგებით ძიება
22. 12. 2016 News-ები

შენ იცი ვინ ხარ?...

შენ იცი ვინ ხარ? ანგელოზებმა, ღმერთს რომ მიანდეს...
შენ იცი ვინ ხარ? ვინც არ მინდა რომ, დამიზიანდეს...
წუხელი, ღამე დამესიზმრა, შენზე მიამბეს...
მე კი მოვდივარ, არ მინდა რომ დამაგვიანდეს...

საათის ისრებს, გადაავიწყდათ, დროის სიშორე...
გონებას თითქოს, ავიწროვებს, ცოდვის წარსული...
რა ვქნა ცრემლები უშენობის, ვერ მოვიშორე...
მოვდივარ მაგრამ, რა ვუყო თუ დამხვდე წასული...

შიში მერევა, სული დნება, თენდება ღამე...
შენ საოცარი სურნელების, ბურუსში კრთიხარ...
მოდიხარ? იქნებ მელოდები და ე, თქვი რამე...
ასე მარტივი, ასე რთული, მითხარი ვინ ხარ?...

შენ იცი ვინ ხარ? ანგელოზებმა, ღმერთს რომ მიანდეს...
გონებას თითქოს, ავიწროვებს, ცოდვის წარსული...
მე კი მოვდივარ, არ მინდა რომ დამაგვიანდეს...
მოვდივარ მაგრამ, რა ვუყო თუ დამხვდე, წასული.
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა