თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1334407103290893
23. 12. 2016 News-ები

მერიის დაბალანაზღაურებადი თანამშრომლები მე-13 ხელფასს მიიღებენ

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრები 2016 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ. თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას განცხადებით, თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებული დაბალანაზღაურებადი პირები მე-13 ხელფასს მიიღებენ.

ჯაბა სამუშიას განცხადებით, თბილისის მერიის მაღალჩინოსნებმა მეცამეტე ხელფასის მიღებაზე უარი განაცხადეს, შესაბამისად, სამუშიას თქმით, ეს თანხაც დაემატება დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასს.

სამუშიას განცხადებით, მიმდინარე წელს ტენდერებიდან მიღებული ეკონომიის შედეგად 6.5 მილიონი ლარი დაგროვდა. აღნიშნული თანხა სწორედ ამ პირების მეცამეტე ხელფასისათვის გაიცემა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა