თეგებით ძიება
24. 12. 2016 News-ები

პრინცი ჰარის განცხადება პრინცესა დიანას შესახებ

როდესაც პრინცესა დიანა გარდაიცვალა, პრინცი ჰარი 12 წლის იყო. ამ ამბის შემდეგ 20 წელი გავიდა, თუმცა გარდაცვლილი პრინცესას უმცროსი ვაჟი, ჯერაც ვერ ივიწყებს მის დაკარგვას. ახალ დოკუმენტურ ფილმში, სამეფო გვარის წარმომადგენელმა თქვა, რომ ის ბევრი წელია, რაც ცდილობს ამ ტკივილის დავიწყებას.


\'\'მე დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვაცნობიერებდი მომხდარს, და ვებრძოდი ტკივილს.\'\'
პრინცი ჰარის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც მან გადაწყვიტა გაეგრძელებინა თავისი დედის საქველმოქმედო საქმიანობა:

\'\'მე მინდოდა გამეკეთებინა ისეთი რამ, რითაც დედა იამაყებდა.\'\'

ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ჰარი გაემგზავრა ლესოტოში, სადაც მან დააარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია Sentebale, რომელიც ცდილობს გააუმჯობესოს შიდსით დაავადებულთა საცხოვრებელი პირობები.

\'\'დედაჩემი გარდაიცვალა, როდესაც მე ვიყავი ბავშვი. მე ძალიან განვიცდიდი და ვგრძნობდი, რომ ქვიშაში ვეფლობოდი, მაგრამ მე თავი დავაღწიე ამ ყველაფერს. ახლა ვხედავ განსხვავებას ჩემ თავში მე სხვანაირი ვიყავი, როდესაც ბავშვი ვიყავი ახლა კი სხვანაირი, როდესაც ზრდასრული ვარ\'\'

პრინცი ჰარის განცხადება პრინცესა დიანას შესახებ

პრინცი ჰარის განცხადება პრინცესა დიანას შესახებ

პრინცი ჰარის განცხადება პრინცესა დიანას შესახებ

პრინცი ჰარის განცხადება პრინცესა დიანას შესახებ

პრინცი ჰარის განცხადება პრინცესა დიანას შესახებ


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა